Loading data...
ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაური: არქტიკაში ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება შეშფოთებას იწვევს

არქტიკაში ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ტრანსატლანტიკური ალიანსის მთავარსარდალმა ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში როგორც საზღვაო, ისე საჰაერო სივრცეში პატრულირების გაზრდით გამოიხატა. ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რათა ალიანსის წევრებმა არქტიკაში პოზიციები გააძლიერონ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიცია და ასევე, ვიპოვოთ გზები, რომლითაც ერებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ჩვენი პოზიცია არქტიკაში“, - აცხადებს ტრანსატლანტიკური ალიანსის მთავარსარდალი.