Loading data...
ნატოს გენმდივანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებს მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ალიანსი კონფლიქტში არ ჩაერთვება

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ქმედებებს მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ამცირებს თეირანის შესაძლებლობას, ხელში ჩაიგდოს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობები. ამასთან, რუტე აღნიშნავს, რომ თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიმდინარე კონფლიქტში არ ჩაერთვება.

„ნამდვილად მნიშვნელოვანია ის, რასაც აშშ ისრაელთან ერთად აქ აკეთებს, რადგან ეს ამცირებს ირანის შესაძლებლობებს, მოიპოვოს ბირთვული პოტენციალი და ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობები“, - განაცხადა მან. 

„არ არსებობს არანაირი გეგმა იმისა, რომ ნატო ამაში ჩაერთოს, ან მისი ნაწილი გახდეს, გარდა იმისა, რომ ცალკეული მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა უზრუნველყონ, ამერიკელებმა ისრაელთან ერთად გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ“, - დასძინა რუტემ.