Loading data...
ნატოს გენერალური მდივანი: ნატოში უკრაინის მიღებაზე კონსენსუსი ჯერ არ არსებობს

უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ჯერ კიდევ არ არსებობს ერთსულოვნება, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბერლინში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა.

რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არსებობს, თუმცა ამჟამად ალიანსის წევრებს შორის ამ საკითხზე სრული თანხმობა ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

„ვის შეუძლია გახდეს ნატოს წევრი, ამას მხოლოდ ნატო განსაზღვრავს. ალიანსში ამ საკითხთან დაკავშირებით სრული სიცხადეა“, - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუტე, ასევე, არ გამორიცხავს, ​​რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების ნაწილი გახდეს.

„იმისთვის, რომ ასეთ მოლაპარაკებებზე ვიმსჯელოთ, ჯერ საჭიროა, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყოს“, - დასძინა მან.