1775753226
უცხოეთი
ნატოს გენერალური მდივანი: არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება გადაწყდეს
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად ალიანსის მხარდაჭერისა, უახლოეს მომავალში ამ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა.
„არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება გადაწყდეს.
არ მგონია, რომ პოლიტიკურად ეს უახლოეს მომავალში მოხდეს - ეს ჩემი ობიექტური შეფასებაა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
NATO's Rutte:
— Clash Report (@clashreport) April 9, 2026
I do not think that Ukraine’s NATO membership can be resolved in the short term.
I don’t think it will happen politically anytime soon—that is my fair assessment. pic.twitter.com/yU64aBG4xS