ნატოს გენერალი - რუსეთის ამბიცია არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით და რეალურ საფრთხეს უქმნის ალიანსის მოკავშირეებს
„რუსეთის ამბიციები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით და რეალურ საფრთხეს უქმნის ნატოს მოკავშირეებს“, - ამის შესახებ ევროპაში ნატოს მოკავშირეთა უმაღლესმა სარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
გენერლის თქმით, ამის თქმის საშუალებას მას სამი კომპონენტი აძლევს.
„პირველი არის მოსმენა, რაზე საუბრობს რუსეთის ხელისუფლება. ისინი უკვე რეგულარულად საუბრობენ კონკრეტულ საფრთხეებზე სხვა სახელმწიფოების, მათ შორის ნატოს მოკავშირეების მიმართ. ისინი საუბრობენ მსოფლიო წესრიგით უკმაყოფილებაზე და მათი სურვილია, შეცვალონ ნატო სხვა რამით“, - აცხადებს გენერალი.
კავოლიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ნატოს წინაშე არსებული საფრთხეებზე მიუთითებს მოსკოვის მიერ გამოცხადებული გეგმებიც. მათ შორისაა უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსული არმიის რაოდენობის მესამედით გაზრდა, ასევე, ალიანსის ქვეყნებთან საზღვრებზე დიდი სამხედრო სტრუქტურების შექმნის იდეა.
„საბოლოოდ, რუსები ახორციელებენ დემონსტრაციულ ქმედებებს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი არის არა მხოლოდ ქვეყანა, რომელსაც ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორია, არამედ არის ის ქვეყანა, რომელიც ახორციელებს დესტაბილიზაციას მთელ ევროპაში. მჯერა, რომ ეს სიტყვები და ქმედებები ძალიან დამაჯერებელია: რუსეთის განზრახვები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინასთან კონფლიქტით“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი სარდალი ევროპაში დარწმუნებულია, რომ ალიანსი მზად არის უპასუხოს ამ საფრთხეებს, რადგან ის ბევრად უკეთ მომზადებულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.
მისივე თქმით, ნატოში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომელიც სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებმა მოიწონეს.
„ნატოს მოკავშირეებს ახლა აქვთ დეტალური თავდაცვის გეგმები, რომლებიც ათწლეულებს მოიცავს“, - ხაზგასმით აღნიშნა კავოლიმ.