Loading data...
ნატომ დაადგინა რამდენიმე „წითელი ხაზი“, რომლებიც უკრაინის ომში ალიანსის ძალების პირდაპირ ჩარევას ითვალისწინებს - la Repubblica

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ნატომ რამდენიმე „წითელი ხაზი“ გამოკვეთა და თუ რუსეთი მათ გადაკვეთს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალები დაპირისპირებაში ჩაერევიან

„ნატოს წევრი ქვეყნების 100 000 ადამიანი მზადაა, ომში ჩაერიოს, თუ რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი სხვა ქვეყნებს კონფლიქტში ჩართავს.

ომის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატომ ძალიან კონფიდენციალური მეთოდითა და ოფიციალური კომუნიკაციების გარეშე დაადგინა მინიმუმ ორი „წითელი ხაზი“, რომლებიც უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩარევის შესაძლებლობას იძლევა“, - წერს la Repubblica წყაროებზე დაყრდნობით.

მასალაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიაზე დამხმარე ძალების გაგზავნის გეგმა არ არსებობს. გამოცემის ცნობით, ეს მხოლოდ შესაძლო საგანგებო სიტუაციის გეგმის შეფასებაა - უკანასკნელი საშუალება, თუკი ომში მესამე მხარე ჩაერთვება.