1773129811
უცხოეთი
ნატომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში Patriot-ის ტიპის რაკეტები განალაგა
ირანის მხრიდან სარაკეტო საფრთხის ფონზე, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თურქეთის ქალაქ მალათიაში „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტები განალაგა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
თურქეთის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად „პეტრიოტის“ სისტემის განლაგების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 მარტს განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტა ჩამოაგდეს.
სამინისტროს ახალ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი გააგრძელებს თანამშრომლობას და რეგიონში მიმდინარე მოვლენების შეფასებას ნატოს მოკავშირეებთან ერთად.