Loading data...
ნატოდან აშშ-ის გაყვანის შესახებ ტრამპის მუქარის ფონზე, მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა - Reuters

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ნატოს პრესსპიკერ ელისონ ჰარტსა და თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიზიტის დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა. თუმცა ალიანსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუტეს ვიზიტი ტრამპთან „დიდი ხნის დაგეგმილი“ იყო.

აღსანიშნავია, რომ მარკ რუტე აშშ-ში იმ დროს მიემგზავრება, როდესაც დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ს ნატოდან გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. 

ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა თავისი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გასახსნელად სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო.