Loading data...
„NATO-ს ქვეყნებს შორის პოლონეთი ყველაზე რადიკალურ პოზიციებს იჭერს“ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო პოლონეთის ხელისუფლების განცხადებას ეხმაურება რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, პოლონელი ლიდერები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ.

„NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის, პოლონეთი ყველაზე რადიკალურ პოზიციებს იჭერს. მათი ლიდერები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ“, - ამბობს ალექსანდრ გრუშკო.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის ქალაქ რეძიკოვოში მდებარე NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით ბაზას რუსული რაკეტების ჩამოგდება შუეძლია, თუ ისინი რესპუბლიკის ტერიტორიისკენ იქნება მიმართული.