Loading data...
„ნატო არასდროს მხიბლავდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ქაღალდის ვეფხვები იყვნენ, ეს პუტინმაც იცის“ - ტრამპი აცხადებს, რომ ნატოდან გასვლას სერიოზულად განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „მტკიცედ განიხილავს ნატოდან გასვლას“, - ამის შესახებ ტრამპმა „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს საზღვაო ფლოტი არ ჰყავს.

კითხვაზე, გადახედავდა თუ არა ის ალიანსში შეერთებული შტატების წევრობის საკითხს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას ექვემდებარება“.

„ნატო არასდროს მხიბლავდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვები“ იყვნენ. სხვათა შორის, ეს პუტინმაც იცის. თქვენ საზღვაო ფლოტიც კი არ გყავთ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.