Loading data...
ნატო ადასტურებს, რომ უკრაინა ჰააგაში ალიანსის სამიტზე მიიწვიეს

ნატოში აცხადებენ, რომ უკრაინამ მიწვევა მიიღო ალიანსის ლიდერების სამიტზე, რომელიც 24-25 ივნისს ჰააგაში გაიმართება. ეს ინფორმაცია ნატოს ოფიციალურმა პირმა უკრაინულ მედიას დაუდასტურა

მან აღნიშნა, რომ ჰააგაში სამიტის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია „შესაფერის დროს“ გამოქვეყნდება.

„მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად იქნება ჰააგაში“, - დასძინა მაღალჩინოსანმა.