Loading data...
ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო ეგვიპტეში ტელეწამყვანსა და კიდევ 11 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო ეგვიპტეში ტელეწამყვანსა და კიდევ 11 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

როგორც ეგვიპტური მედია იტყობინება, ტელეწამყვანი სარა ხალიფა და სხვა პირები კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებსაც ნარკოტიკების დასამზადებლად ინგრედიენტები ქვეყანაში შეჰქონდათ.

პოლიციამ 750 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი და მათი წარმოებისთვის იმპორტირებული ნედლეული ამოიღო. მათ ასევე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჰქონდათ.

მედიის ინფორმაციით, ამავე საქმეზე ცხრა ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, შვიდი კი გაამართლეს. ხალიფა ბრალდებებს უარყოფს, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ის სიკვდილით დასჯას გაასაჩივრებს.