„ნანახმა შოკში ჩამაგდო“ - ტაკერ კარლსონს მიაჩნია, რომ მოსკოვის მეტრო ამერიკულზე უმჯობესია

მოსკოვის მეტრო ამერიკულზე უმჯობესია. ასე ფიქრობს ამერიკელი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი.
კარლსონის თქმითვე, მოსკოვის მეტრო „იდეალურად სუფთაა და სუნიც არ დგას“.
„მეტროში ჩავედით და ნანახმა შოკში ჩაგვაგდო. იდეალურად სუფთა და მოწესრიგებულია“, - ამბობს კარლსონი.
მანამდე კი, ამერიკელმა ჟურნალისტმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი „უფრო კარგია“, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ნებისმიერი ქალაქი.
„მოსკოვში არქიტექტურა, საკვები და მომსახურება უკეთესია, ვიდრე შეერთებული შტატების ნებისმიერ ქალაქში“, - აღნიშნა კარლსონმა.
ინფორმაციისთვის, კარლსონმა „ფოქსნიუსი“ 203 წელს დატოვა. ის ამერიკულ მედიას და პოლიტიკურ სისტემას აკრიტიკებს.
კარლსონს არ დაუსახელებია კონკრეტული მიზეზი, რის გამოც დატოვა „ფოქსნიუსი“, სადაც მას პოპულარული გადაცემა მიჰყავდა.
ამასთან, კარლსონი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აშშ უკრაინას აღარ უნდა დაეხმაროს.