1764240480
უცხოეთი
ნამიბიაში რეგიონულ არჩევნებში ადოლფ ჰიტლერმა გაიმარჯვა
ნამიბიაში, ომპუჯას რეგიონში, ადგილობრივ არჩევნებში უკვე მეხუთედ გაიმარჯვა 59 წლის პოლიტიკოსმა, რომლის სახელია ადოლფ ჰიტლერ უუნონა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
ის ამ ოლქის სათავეშია 2004 წლიდან. თავად ადოლფ ჰიტლერი ამბობს, რომა მას ეს სახელი მამამ დაარქვა და მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ასე ერქვა გერმანელი ნაცისტების ლიდერს.
„მე ბავშვობაში მეგონა, რომ ეს ნორმალური სახელია, როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ამ კაცს მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურდა. მე კი ამ საკითხებთან არაფერი მაქვს საერთო“, - ამბობს ნამიბიელი პოლიტიკოსი.
ამასთანავე, აფრიკელმა ადოლფ ჰიტლერმა განაცხადა, რომ სახელის შეცვლას ის არ აპირებს.