Loading data...
ნაიჯელ ფარაჟის სიტყვებს, რომ „დასავლეთმა უკრაინაში ომის პროვოცირება მოახდინა“, ბრიტანეთის ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა

ბრიტანელი პოლიტიკოსის ნაიჯელ ფარაჟის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროვოცირება მოახდინა, ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა.

როგორც „გაერთიანებული სამეფოს რეფორმის“ ლიდერმა BBC-ის ეთერში თქვა, ომი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრალია, თუმცა, მან აგრეთვე დასძინა, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით ევროკავშირისა და ნატოს სამხედრო ალიანსის გაფართოებამ, პუტინს მისცა „საბაბი“, რომ რუსი ხალხისთვის ეთქვა - „ისინი ისევ გვიახლოვდებიან“.

„ჩვენ მოვახდინეთ ამ ომის პროვოცირება. რა თქმა უნდა, ეს [ომი] პრეზიდენტ პუტინის ბრალია“, - განაცხადა ფარაჟმა.

ამაზე პასუხად, ქვეყნის შინაგან საქმეთა მდივანმა ჯეიმზ კლევერლიმ აღნიშნა, რომ ამით, მან გაიმეორა პუტინის მიერ ომის „სამარცხვინო გამართლება“ და ფარაჟს ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა.

ხოლო თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ჯონ ჰეილმა განაცხადა, რომ ფარაჟის კომენტარებმა ის „ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისთვის შეუსაბამო გახადა, რომ აღარაფერი ვთქვათ პარლამენტში სერიოზული პარტიის სათავეში ყოფნაზე“.