Loading data...
„მზად ვართ დიალოგისთვის“ - ნატოს რვა ქვეყანა აცხადებს, რომ ტრამპის ტარიფების მუქარა ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ძირს უთხრის

ნატოს წევრი რვა ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების დაწესებით ემუქრება, ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. 

დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს განცხადების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების მუქარა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ძირს უთხრის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დანიის სამეფოს და გრენლანდიის ხალხს. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ დიალოგში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს.

ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს ქმნის. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი“, - ნათქვამია განცხადებაში.