Loading data...
„მზად ვარ, პრეზიდენტის პოსტი დავტოვო უკრაინაში მშვიდობისთვის ან NATO-ს წევრობის სანაცვლოდ“ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობისთვის, მზად არის დატოვოს პრეზიდენტის პოსტი.

უფრო კონკრეტულად, მას პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა - მზად იყო თუ არა, დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობის მომტანი იქნებოდა.

„თუ უკრაინაში მშვიდობა იქნება, თუ ნამდვილად გჭირდებათ პოსტიდან ჩემი წასვლა, მაშინ მე მზად ვარ“, - უპასუხა მან.

მისივე თქმით, იგივე გადაწყვეტილების მიღებას განიხილავს NATO-ში უკრაინის წევრობის სანაცვლოდ.

როგორც ზელენსკი აცხადებს, დღეს ის უკრაინის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული და არ აპირებს, „ხელისუფლებაში იყოს ათწლეულების განმავლობაში“.