Loading data...
„მტერი გვიყურებს“ - ისრაელის თავდაცვის ძალები მოუწოდებს მოსახლეობას, არ გამოაქვეყნონ რაკეტების ჩამოვარდნის ადგილები

ისრაელის თავდაცვის ძალები მოუწოდებს მოსახლეობას, არ გამოაქვეყნონ რაკეტების ჩამოვარდნის ადგილების ფოტოები.

„მოწინააღმდეგე აკვირდება კადრებს თავდასხმის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“, - აცხადებენ სამხედროები.

შეგახსენებთ, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანი დაბომბა და ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.