Loading data...
მთელს უკრაინაში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა - ხვალ, გრაფიკი იმოქმედებს - უკრაინული მედია

უკრაინის ყველა რეგიონში, 19:25-იდან 22:00 საათამდე ელექტროენერგია გათიშული იყო. უკრაინული მედიის ცნობით, „უკრენერგომ“ ელექტრომომარაგების კონტროლირებადი ავარიული გათიშვა განახორციელა, ხოლო ხვალ, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო მომხმარებლებისთვის საათობრივი გრაფიკი იმოქმედებს.

„შეზღუდვების მიზეზი ცივ ამინდში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდაა. ელექტროსადგურების სიმძლავრე არასაკმარისია რუსეთის მიერ 22 მარტიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ელექტრო ქსელზე განხორციელებული შეტევების გამო. შეზღუდვების ფარგლებში, ელექტროენერგია ყველა რეგიონში თანაბრად ნაწილდება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეზღუდვა არ შეეხებათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.