1773224124
უცხოეთი
მსოფლიოში ნავთობის ფასებმა შემცირება დაიწყო
მსოფლიოში ნავთობის ფასები შემცირდა და ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობი 87.8 დოლარი ღირს. წერს BBC.
როგორც მედია წერს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი ქმედებების გამო გამო ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი რამდენიმე დღის წინ 120 დოლარამდე გაიზარდა, რის შემდეგაც კლების ტენდენცია შეინიშნება.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) წევრები, ასევე, განიხილავენ ნავთობის რეზერვების პოტენციურად გამოშვების გეგმას ფასების შესამცირებლად, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
აზიის საფონდო ბირჟებზე აღდგენის ნიშნებია. სამხრეთ კორეის Kospi ინდექსი 2.5%-ით გაიზარდა, ხოლო იაპონიის Nikkei 225 – თითქმის 2%-ით.