Loading data...
მსოფლიო ბაზარზე ვერცხლის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო

ვერცხლის ფასმა მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად დაიკლო. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.

გამოცემის ცნობით, ძვირფასი ლითონის ფასმა 5%-ით მას შემდეგ დაიკლო. რაც რამდენიმე დღის წინ ისტორიულ რეკორდს მიაღწია. მაშინ ერთი უნცია ვერცხლის ფასმა 84 აშშ დოლარი შეადგინა.

დეკემბრის ბოლოს ვერცხლის ფასის ზრდა სტრუქტურული დისბალანსით, დოლარის გაუფასურებით და გეოპოლიტიკური დაძაბულობით აიხსნება. ასევე იზრდებოდა ოქროს, პლატინის და პალადიუმის ფასიც. მან ასევე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ვერცხლია ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ძვირფასი ლითონების, კერძოდ, ვერცხლის მიმართ, ინვესტორთა ინტერესი იზრდება.

ასე შეაფასა მასკმა ჩინეთის მიერ დაწესებული საექსპორტო შეზღუდვები.

„ეს კარგი არ არის. ვერცხლი მრავალ საწარმოო პროცესში არის აუცილებელი“, - განაცხადა მაშინ მასკმა.

24 დეკემბერს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ოქროს ფასმა და ერთ უნციაში 4500 აშშ დოლარი შეადგინა.