Loading data...
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 2.1%-ით შემცირდა. ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება 100 ამერიკულ დოლარს ჩამოსცდა.

21 სექტემბერს მისი ფასი 98 აშშ დოლარია, რაც გუშინდელ ფასზე 2.17%-ით ნაკლებია.

ასევე, გაიაფდა ბრენტის მარკის ნავთობი. ბოლო საათებში ერთი ბარელის ფასი 2.11%-ით შემცირდა და მისი ღირებულება 102 აშშ დოლარია.