Loading data...
მშვიდობის საბჭოს წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა საშუალება „ჰამასის“ განიარაღებისთვის

მშვიდობის საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელი ნიკოლაი მლადენოვი, რომელიც აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ზედამხედველობს, გაეროს უშიშროების საბჭოს აფრთხილებს, რომ იქ ძალადობის ნებისმიერი აქტი შეთანხმების „ჩაშლის“ რისკს ქმნის.

მისი თქმით, „ჰამასმა“ მშვიდობის საგზაო რუკა უნდა მიიღოს, ხოლო ისრაელმა საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს.

ამასთან, მან მოუწოდა გაეროს, „მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს“, რათა ღაზის მმართველ პალესტინურ დაჯგუფებაზე ზეწოლა მოახდინოს და განიარაღდეს.

მშვიდობის საბჭოს უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, „ჰამასი“ და ისრაელი არჩევანის წინაშეა - „გაუარესებული სტატუს-კვო“ ან ახალი დასაწყისი ორი მილიონი პალესტინელისთვის.

„მესამე ვარიანტი არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა“, - დასძინა მშვიდობის საბჭოს უმაღლესმა წარმომადგენლმა.