„მშვიდობის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ერდოღანმა პუტინთან უკრაინის ომზე საუბრის შესახებ განაცხადა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინთან ერთად უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებს განიხილავს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი „ყველაფერს გააკეთებს, რაც მას შეუძლია“ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად.
„ჩვენ გამოვაცხადეთ ყველა ძალის მობილიზება ამ მიმართულებით და, იმედია, წარმატებას მივაღწევთ. გასულ კვირას ანკარაში შევხვდით ზელენსკის, ხვალ კი პუტინთან სატელეფონო საუბარი გვექნება“, - დასძინა მან.4
თურქეთის პრეზიდენტმა გაიხსენა ანკარის მცდელობები 2022 წელს შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის“ შესაქმნელად, რომლებიც „მიზნად ისახავდა მშვიდობისკენ გზის გახსნას“.
„ხვალ მოლაპარაკებების დროს, პუტინს ამის შესახებ კიდევ ერთხელ ვკითხავ. მჯერა, რომ თუ ამ პროცესის დაწყებას მოვახერხებთ, ეს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა ერდოღანმა.