1746795345
უცხოეთი
მოსკოვში სამხედრო აღლუმი გაიმართა

მოსკოვში, წითელ მოედანზე, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო აღლუმი გაიმართა, ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად, აღლუმს 20 სახელმწიფოს ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ასევე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი.
სამხედრო აღლუმში რუსეთის შეიარაღებული ძალების 11 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. აღლუმში, ასევე, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ჩინეთის, ვიეტნამის, ლაოსის, ეგვიპტის, მონღოლეთის და მიანმარის შეიარაღებული ძალები.
აღლუმზე წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა. წითელ მოედანს საბრძოლო ავიაციამ გადაუფრინა.