1785611650
უცხოეთი
მოსკოვში, კუდრინსკაიას მოედანზე აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
მოსკოვში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, 3 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. აფეთქება პირველ სართულზე მდებარე რესტორან „ბალზი როსის“ შენობაში მოხდა.
„მედუზას” ცნობით, პირველ აგვისტოს რესტორანი კერძო ღონისძიების გამო დახურული იყო. რა ტიპის ღონისძიება იმართებოდა, ოფიციალურად უცნობია.