1764314785
უცხოეთი
მოსკოვში დღეს პუტინისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 28 ნოემბერს მოსკოვში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დიახ, შემიძლია ეს ინფორმაცია დავადასტურო“, - აღნიშნა პესკოვმა.
აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებამდე კი, ორბანმა პუტინთან შეხვედრა დააანონსა.
კითხვაზე, იქნებოდა თუ არა დღის წესრიგში უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული სამშვიდობო ძალისხმევა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა - „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის თავიდან აცილება შევძლოთ“.