Loading data...
მოსკოვში დააკავეს ირანელები, რომლებიც ხამენეის დაღუპვას ზეიმობდნენ

მოსკოვში 45 ირანელი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაღუპვას ზეიმობდნენ. ირანელები მეტროსადგურ „სალარიევოსთან“ იყვნენ შეკრებილები. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „მადლობა აშშ-ს!“.

აქციის ორგანიზატორს, სახელად რეიხანეს, 10 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენებს კი ჯარიმები გამოუწერეს „არასანქცირებული მიტინგის“ ჩატარებისთვის.