მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტები დაწესდა
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ბენზინგასამართმა სადგურებმა საწვავის გაყიდვაზე ლიმიტები დააწესეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
როგორც გამცოემა Msk1.ru იუწყება, ქალაქ ტროიცკში სადგურზე ერთ პირზე 60 ლიტრი ბენზინი და 100 ლიტრი დიზელი გაიცემა.
„როსნეფტში“ და „ტატნეფტში“ აცხადებენ, რომ ავტოგასამართ სადგურებზე საერთო შეზღუდვები არ არსებობს, მაგრამ სიტუაციის მიხედვით ზოგიერთ სადგურზე შეიძლება გარკვეული ლიმიტები დაწესდეს. „ლუკოილში“ აცხადებენ, რომ დიზელის გაყიდვაზე შეზღუდვა არ არსებობს, სოლო ბენზინზე ერთ პირზე 100 ლიტრის ლიმიტია დაწესებული.
მაისის ბოლოდან საწვავის გაყიდვაზე გარკვეული შეზღუდვები სანკტ-პეტერბურგშიც ამოქმედდა. ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე ერთ პირზე 50 ლიტრი გაიცემა. ამ მხრივ ყველაზე რთული სიტუაცია 95-ის მარკის ბენზინთან დაკავშირებით შეიქმნა.