მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში მოზარდმა დაცვის თანამშრომელი და ბავშვი დანით დაჭრა - ბავშვი მიყენებული ჭრილობისგან დაიღუპა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვის ოლქში, ერთ-ერთ სკოლაში მოზარდი დაცვის თანამშრომელსა და ბავშვს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ Interfax.ru იუწყება.
„დღეს დილით, ოდინცოვოს საქალაქო რაიონის სოფელ გორკი-2-ში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში არასრულწლოვნმა დაცვის თანამშრომელი და მოსწავლე დაჭრა. ბავშვი მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა“, - იტყობინება საგამოძიებო კომიტეტი.
მოსკოვის ოლქის პოლიციის ცნობით, საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე შევიდა. ანგარიშის თანახმად, „სკოლის მოსწავლემ დაცვის თანამშრომელი დანით დაჭრა, წიწაკის სპრეი შეასხა, შემდეგ კი ათი წლის მოსწავლე დაჭრა, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა“.
მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს, იგი ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებას გაივლის. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.