Loading data...
მოსკოვის მერის განცხადებით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, 22 სექტემბრის საღამოს, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

სობიანინის თქმით, მოსკოვის თავზე სულ ცხრა დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, ადგილობრივ ტელეგრამ არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები დაფრინავდნენ.  

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ასევე, რუსული მედიის ცნობით, შერემეტიევოს აეროპორტში აფრენა-დაფრენაზე დროებითი შეზღუდვებია დაწესებული.