Loading data...
მოსკოვის მერის განცხადებით, ჩამოაგდეს ორი უკრაინული დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ჩამოაგდეს ორი უკრაინული დრონი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა. 

სობიანინის თქმით, დრონის ჩამოვარდნის ადგილებში სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

მოსკოვის მერს ტელეგრამ არხზე დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

ამასთან, როსტოვის ოლქის ხელისუფლებამ ტაგანროგსა და შახტიზე დრონებით იერიშის შესახებ განაცხადა. 

მათივე ცნობით, შახტიში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, ჩამსხვრეულია ფანჯრები და ასევე, დაზიანებულია ავტომობილები.