Loading data...
მოსკოვის მახლობლად 33 დრონი ჩამოაგდეს - აეროპორტებში კვლავ რეისები გაუქმდა

27-28 მაისს, ღამით უკრაინულმა ძალებმა მოსკოვზე და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასიური შეტევა განახორციელეს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 33 დრონი განადგურებული იყო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

სობიანინის თქმით, დრონები ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა გაანადგურეს. კონკრეტულად რაზე იყო მიმართული შეტევა, მოსკოვის მერმა არ დააკონკრეტა.

დრონებით შეტევის გამო შეიზღუდა რეისები მოსკოვის აეროპორტებში - ვნუკოვოში, შერემეტიევოში და ჟუკოვსკიში.

ასევე დროებით არ ფუნქციონირებდა იაროსლავლის, ვლადიმირის და კოსტრომას აეროპორტები.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 27 მაისის 21.00 საათიდან 28 მაისის 00.00 საათამდე მან 112 უკრაინული დრონი გაანადგურა. დრონები რუსეტში 6 რეგიონის თავზე იყო განადგურებული.