1728823958
უცხოეთი
მოსკოვის გარეუბანში ქალმა ძმარმჟავით მცირეწლოვანი შვილის მოწამვლა სცადა
მოსკოვის გარეუბანში ქალმა შვილის ძმარმჟავით მოწამვლა სცადა.
როგორც რუსული მედია წერს, ტაჯიკეთის მოქალაქემ ძმარმჟავა იყიდა და განზრახ მისცა 2022 წელს დაბადებულ შვილს, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობა სცადა. ამ ფაქტის საფუძველზე გამომძიებლებმა მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ბავშვმა დამწვრობა მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი დედასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
გამომძიებლებმა და კრიმინალისტებმა ადგილი დაათვალიერეს და ნივთმტკიცებად ძმარმჟავას ბოთლი ამოიღეს.
„ქალის დანაშაულებრივმა ქმედებამ ბავშვის ყელის, საყლაპავის და კუჭის ქიმიური დამწვრობა გამოიწვია“, - აცხადებენ მოსკოვის საგამოძიებო სამსახურში.
ამ ეტაპზე უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი.