„მოსკოვიდან ნეგატიური სიგნალები მოდის“ - ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ვითარებაზე

„რუსები ნეგატიურ სიგნალებს ავრცელებენ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრებთან და შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, მას თავის ფინელ კოლეგა ალექსანდრე სტუბთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა და მათი პოზიციები უფრო მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად კოორდინირებულია.
„მნიშვნელოვანი სფეროა ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, მაქსიმალური შინაარსი ამ ურთიერთობებში. ახლა, სამწუხაროდ, რუსებისგან შეხვედრებთან და შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით ნეგატიური სიგნალები მოდის. ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე თავდასხმები გრძელდება. ყოველდღე ახალი მსხვერპლია. რუსებზე ზეწოლა აუცილებელია. საჭიროა ნაბიჯები კონკრეტულად რუსეთის მხრიდან - ნაბიჯები რეალური დიპლომატიისკენ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ინფორმაციისთვის, უკრაინული მხარის განცხადებით, რუსულმა ძალებმა 27 აგვისტოს ღამეს უკრაინის 6 რეგიონზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა.