Loading data...
მონტენეგროს ნაკრების მეკარე 26 წლის ასაკში გარდაიცვალა

მონტენეგროს ნაკრების და ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „მილუოლის“ მეკარე მატია სარკიჩი მოულოდნელად, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მონტენეგროს საფეხბურთო ფედერაციის ცნობით, სარკიჩმა საკუთარ ბინაში გონება დაკარგა და გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია კლუბმა „მილუოლმაც“ დაადასტურა.

მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაცია, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია და ინგლისის საფეხბურთო ლიგა გარდაცვლილის ნათესავებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.