Loading data...
მონა ლიზას შესაძლოა, ადგილი შეუცვალონ

ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა შესაძლოა, ცალკე ოთახში გადაიტანონ. ამის შესახებ ლუვრის მუზეუმის პრეზიდენტმა ლორენს დე კარსმა ფრანგულ მაუწყებელს, France Inter-ს განუცხადა. 

მისი განმარტებით, ასეთი ნაბიჯი ვიზიტორებს, რომელთაგან ბევრიც მხოლოდ ცნობილი ნახატის სანახავად სტუმრობს ლუვრს, „უკეთეს გამოცდილებას მისცემს“. 

„ყოველთვის არასასიამოვნოა, როდესაც ვიზიტორებს საუკეთესოდ არ ხვდები და სწორედ ასე ხდება მონა ლიზას შემთხვევაში. მგონია, რომ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო“, - აცხადებს ლორენს დე კარსი და დასძენს, რომ პოტენციურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ლუვრი უკვე დაუკავშირდა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს.

როგორც გამოცემა The Guardian აღნიშნავს, 2023 წელს ლუვრმა 9 მილიონი მნახველი მიიღო.