მომიტინგეებისა და მთავრობის მხარდამჭერების შეტაკებების შედეგად, სერბეთში ათობით ადამიანი დაშავდა

სერბეთში ანტისამთავრობო აქციის დროს, მომიტინგეებსა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა, რამაც ათობით ადამიანის დაშავება გამოიწვია. ინფორმაციაზე The Guardian წერს.
ქვეყანაში რამდენიმე თვეა, რაც დემონსტრაციები მიმდინარეობს. ერთ-ერთი მსგავსი მსვლელობა ქუჩის ძალადობაში გადაიზარდა, რამაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
ცნობისთვის, სერბეთი საპროტესტო ტალღამ ნოემბრიდან მოიცვა, როდესაც „Novi Sad“-ის რკინიგზის სახურავის ჩამონგრევამ 16 პირი იმსხვერპლა. მოსახლეობის ნაწილი ამტკიცებს, რომ ტრაგედია მთავრობის მხრიდან გამოვლენილ კორუფციულ გარიგებას მოჰყვა.
ოთხშაბათს, 13 აგვისტოს მოქალაქეები პროტესტის გამოსახატავად, ისევ, ქუჩაში გამოვიდნენ, რა დროსაც მათსა და მთავრობის მხარდამჭერ პირებს შორის შეტაკება მოხდა. ორმა ჯგუფმა ერთმანეთს ბოთლები, ქვები და ფეიერვერკები დაუშინა.
პოლიციამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 50-მდე პირი დააკავა. დაახლოებით, 30 სპეცრაზმელი დაშავდა. ყველაზე მძიმე ვითარება ბელგრადში დაფიქსირდა. ერთ-ერთმა მომიტინგემ ჰაერში იარაღიდანაც კი გაისროლა.
ადგილობრივი პოლიცია იძულებული გახდა, დაპირისპირებული მხარეების დაშლის მიზნით, ცრემლსადენი გაზი და ელექტროშოკი გამოეყენებინა.