Loading data...
მომავალ კვირას აშშ-მა და ირანმა, შესაძლოა, მოლაპარაკება განაახლონ - WSJ

აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებმა უკვე მომავალ კვირას, შესაძლოა, მოლაპარაკება განაახლონ. შეხვედრა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში უნდა გაიმართოს. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

როგორც WSJ-ს საკუთარმა წყაროებმა აცნობეს, შუამავლების მეშვეობით ვაშინგტონი და თეირანი 14 -პუნქტიან მემორანდუმზე მუშაობენ, რომელიც მომავალი მოლაპარაკების ფორმატს განსაზღვრავს და ომის დასრულებისკენ იქნება მიმართული.

გამოცემის ცნობით, ირანი ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას დათანხმდა. ასევე ორივე მხარე ირანიდან გამდიდრებული ურანის ნაწილის საზღვარგარეთ გატანის შესაძლებლობას განიხილავს. სამუშაო დოკუმენტში ასევე წერია, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის გავლით გემებს მოძრაობაში ხელი არ უნდა შეუშალოს. აშშ-მა კი ირანული პორტების ბლოკადა უნდა მოხსნას. რაც შეეხება სანქციების შესაძლოა შემსუბუქებას, ამაზე დამატებითი დისკუსიები უნდა გაიმართოს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლების“ ოპერაციის დროებითი შეჩერების შესახებ სწორედ მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება.