1743228823
უცხოეთი
მოლდოვის სასამართლომ ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა

მოლდოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა. ის 20 დღე-ღამით არის დაპატიმრებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
გაგაუზიის ხელმძღვანელი კიშინიოვის აეროპორტში 25 მარტს დააკავეს. ის საარჩევნო ფონდების მართვის დარღვევისა და საბუთების გაყალბების საქმეებთან დაკავშირებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გუცულს, რომელიც 2019-2022 წლებში პრორუსულ პარტიაში, „შორში“ მდივნად მუშაობდა, ქვეყანაში სისტემატურად შეჰქონდა ფული, რომელსაც რუსეთში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფებიდან იღებდა.
თავად ევგენია გუცულს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ საქმე დადგმულია და ეს არის მოლდოვის პრეზიდენტის, მაიაა სანდუს მხრიდან პოლიტიკური დევნა.