მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტეანუმ სოციალურ ქსელში გადადგომის შესახებ განაცხადა.
მუნტეანუმ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დღეიდან, 3 ივლისიდან, ტოვებს.
„პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მსახურების პასუხისმგებლობა მოვალეობის ღრმა გრძნობითა და მტკიცე რწმენით ავიღე, რომ შემეძლო პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში წვლილის შეტანა. როგორც კი გავაცნობიერე, რომ აღარ შემეძლო ჩემი მანდატის შესრულება ჩემი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად, გადავწყვიტე თანამდებობიდან გადადგომა“, - წერს ალექსანდრუ მუნტეანუ.
მან მადლობა გადაუხადა მთავრობის გუნდს თანამშრომლობისთვის.
„მე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის სამსახურს, მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობას დავიკავებ, სადაც არ უნდა ვიცხოვრო, რა პასუხისმგებლობებიც არ უნდა მქონდეს საჯარო, თუ კერძო სექტორში. მე მჯერა, რომ ჩვენი მოვალეობა ჩვენი ქვეყნის წინაშე არ განისაზღვრება ჩვენ მიერ დაკავებული თანამდებობით, არამედ იმ ვალდებულებით, რომლის დაცვასაც ვაგრძელებთ“, - დასძინა მან.
Today, my term as Prime Minister comes to an end.
— Alexandru Munteanu (@AlexMunteanuMD) July 3, 2026
I accepted the responsibility of serving as Prime Minister with a deep sense of duty and the firm conviction that I could help bring about positive change.
The moment I realized that I could no longer carry out my mandate in… pic.twitter.com/Oi2GUnHj2n