1786285875
უცხოეთი
მოლდოვაში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა
„9 აგვისტოს, მოლდოვის შტეფან ვოდას რაიონში აფეთქება მოხდა, რაც, პირველადი ცნობებით, დრონის ჩამოვარდნამ გამოიწვია“, - ამის შესახებ Pravda იუწყება.
სამართალდამცველებმა ინციდენტის შესახებ ცნობა დაახლოებით 13:20 საათზე მიიღეს.
შემთხვევის ადგილზე მშრალ მცენარეულობას ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, იქვე საბრძოლო დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე კი ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების სპეციალისტები გაემგზავრნენ.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს მოლდოვის კაგულის რაიონის სოფელ ვალენის სიახლოვეს უპილოტო საფრენი აპარატის „გერან-2-ის“ ნამსხვრევები აღმოაჩინეს.