Loading data...
მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ ცეცხლის შესაწყვეტად მზად იყო, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის გაგრძელება მოითხოვა

ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს.

რეზაიმ, ასევე, პირობა დადო, რომ ირანი გააგრძელებს ბრძოლას  „ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნამდე და საერთაშორისო გარანტიების მიღებამდე, ირანის საქმეებში აშშ-ის ჩარევის თავიდან ასაცილებლად“.

ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა, ასევე, განაცხადა, რომ ომი ფაქტობრივად ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დასრულებული იყო და აშშ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად იყო, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის გაგრძელება მოითხოვა.

როგორც რეზაიემ აღნიშნა, „15 დღის შემდეგ აშშ-მ მკაფიოდ გაიგო, რომ ამ ომში გამარჯვების გზა არ არსებობდა“.