Loading data...
მოჯთაბა ხამენეი კომპენსაციას ითხოვს - „ზიანი თითოეულ დაშავებულს უნდა აუნაზღაურდეს“

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ქვეყნის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ხამენეი ირანს „გამარჯვებულ ერად“ მოიხსენიებს.

მისივე თქმით, ირანი ჰორმუზის სრუტის მართვას ახალ ფაზაში გადაიყვანს, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა იქნება ეს.

ამასთან, გავრცელებულ მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ირანს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი „შურისძიება მისი მოკლული მამისა და ომში დაღუპული ყველა ადამიანისთვის“.

„მოვითხოვთ კომპენსაციას თითოეული ზარალისთვის, რომელიც ქვეყანას ამ ომის შედეგად მიადგა, ასევე ზიანის ანაზღაურებას ყველა დაშავებულისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, მოჯთაბა ხამენეი მხარდამჭერებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

„თქვენი ხმები, რომლებიც საჯარო სივრცეში ისმის, გავლენას ახდენს მოლაპარაკებების შედეგზე“, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.