1795529228
უცხოეთი
მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი: ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ვიდრე შვიდი პირობა არ შესრულდება
ირანის მთავარი მომლაპარაკებელი და პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი აცხადებს, რომ თეირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ გამართავს, ვიდრე ირანის შვიდი პირობა არ შესრულდება.
ირანის ხელისუფლებას საჯაროდ არ დაუსახელებია ეს პირობები, თუმცა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მათ შორისაა:
🔹ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა
🔹ირანის პორტების მიმართ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულება
🔹დაყადაღებული ირანული აქტივების გათავისუფლება
ღალიბაფი, ასევე, აფრთხილებს მოწინააღმდეგეს, რომ „თუ მტერი შეცდომას დაუშვებს, ირანი კონფლიქტის გეოგრაფიულ არეალს გააფართოებს“.