„მოდით, ერთად ვილოცოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ომისგან განადგურებულ უკრაინაში“ - რომის პაპი უკრაინაზე განხორციელებულ დარტყმებს გამოეხმაურა
რომის პაპმა ლეო XIV-მ სამძიმარი გამოთქვა უკრაინაში ბოლო დროს მომხდარი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა გამო.
როგორც პაპის X-ზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი, იგი „მწუხარებით ადევნებს თვალყურს უკრაინის მრავალ ქალაქში, მათ შორის კიევში, განხორციელებული თავდასხმების შესახებ ამბებს“.
„ეს თავდასხმები კლავს და აზიანებს ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, და სერიოზულ ზიანს აყენებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის გამოც ოჯახები უსახლკაროდ რჩებიან ცივი ამინდის დადგომასთან ერთად“, - დასძინა მან.
რომის პაპმა განაცხადა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულებს და მოუწოდებს მათ, არ შეეჩვიონ ომსა და ნგრევას.
„მოდით, ერთად ვილოცოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ომისგან განადგურებულ უკრაინაში“, - დაასკვნა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მადლობა გადაუხადა პაპს ლოცვისა და თანაგრძნობისთვის უკრაინელი ხალხის მიმართ კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ.
„ჩვენ ვაფასებთ პაპის მოწოდებას, არ შევეჩვიოთ ამ ტერორს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო გაერთიანდეს და მოითხოვოს, რომ აგრესორმა დაასრულოს ეს ომი“, - დასძინა მან X-ზე.
We are grateful to @Pontifex for his prayers and compassion with the Ukrainian people following Russia’s brutal strike on Kyiv. We value the Pontiff’s call not to become accustomed to this terror. It is important for the world to unite in demanding the aggressor to stop this war. https://t.co/MLqazBMTWw
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) November 16, 2025