Loading data...
„მნიშვნელოვანი დიპლომატიური და მორალური გადაწყვეტილება“ - გიდეონ საარი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს

ისრაელი აფასებს უკრაინის მიერ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი წერს.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და მორალური გადაწყვეტილება.

„ვაფასებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს. ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და მორალური გადაწყვეტილება: ტერორის წინააღმდეგ. რეპრესიების წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის“, - წერს საარი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ თავის ისრაელელ კოლეგას გიდეონ საარს განუცხადა, რომ კიევი ირანის გავლენიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. უკრაინის საელჩომ „The Times of Israel“-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით, კიევი ევროპის მაგალითს მიჰყვება.