„მხოლოდ ძალიან ბოროტმა ადამიანმა შეიძლება დასვას ასეთი შეკითხვა“ - ტრამპმა ჟურნალისტს უპასუხა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის შტატში, ძლიერი წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებს ეწვია. ამის შესახებ CNN იუწყება,
კერის ოლქში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა საკმაოდ მწვავედ უპასუხა ჟურნალისტს, რომელმაც მას უთხრა, რომ სტიქიის შესახებ მოსახლეობა წინასწარ არ იყო გაფრთხილებული.
„არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ მხოლოდ ბოროტმა ადამიანმა შეიძლება დასვას ასეთი შეკითხვა და თქვას, რომ დახმარებამ დააგვიანა. ასეთი სტიქია შეიძლება მოხდეს ერთხელ 500 ან 1000 წლის განმავლობაში, ყველა სამსახურმა იმუშავა ძალიან მაღალ დონეზე და ჩაატარეს ურთულესი სამუშაო ამ საგანგებო პირობებში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, ტეხასის შტატში 4 ივლისს ღამით მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 121 ადამიანი დაღუპა და 160 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.