Loading data...
„მხატვრულად ვიტყვი, 10 კმ-ის დისტანციაზე ვართ და შესაძლოა, პირველი 200 მეტრი გავიარეთ“ - მერცი უკრაინის ომის სამშვიდობო დარეგულირებაში არსებულ პროგრესს „ორ პროცენტზე“ აფასებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროგრესი მხოლოდ 2%-ით შეაფასა. წერს TRT Global.

„ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით. თუმცა, მხატვრულად ვიტყვი: ჩვენ 10 კმ-ის დისტანციაზე ვართ და, შესაძლოა, პირველი 200 მეტრიც გავიარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“,- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. 

მერცის თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში გერმანიამ და მთელმა ევროკავშირმა უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევა გასწიეს, ვიდრე ოდესმე.

„დღეს ნურავინ იტყვის, რომ ჩვენ მხოლოდ იარაღის მიწოდებაზე ვსაუბრობთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის გადაწყვეტის ამოცანა მომდევნო თვეებში კვლავ ძალიან რთულია, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინის პოზიციის გათვალისწინებით.