„მიუღებელია“ - საფრანგეთი უკრაინის დემილიტარიზაციის წინააღმდეგია

საფრანგეთი უკრაინის დემილიტარიზაციის წინააღმდეგია, რასაც რუსეთი მოითხოვს. უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არმიის გაძლიერებაა, - განაცხადა ევროპულ საქმეთა მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში.
ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა ახლდეს უსაფრთხოების გარანტიები, რათა მომავალში რუსული აგრესია შეჩერდეს.
„ეს არის ის სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან და „მსურველთა კოალიციასთან“ ერთად. ეს, უპირველეს ყოვლისა, ძლიერ უკრაინულ არმიას მოითხოვს, ამიტომ უკრაინის „დემილიტარიზაციის“ ნებისმიერი სურვილი მიუღებელია“, - განაცხადა ჰადადმა.
მინისტრმა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ამ უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის იდეას.
„ეს წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია“, - დასძინა ჰადადმა.